ორგანიზაციის მისია
ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის მისიაა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, განსაკუთრებით კი - ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის დამკვიდრება ცხოვრების ყველა სფეროში. გენდერული თანასწორობის მისაღწევად “ორგანიზაცია” აერთიანებს და ინფორაციულ უზრუნველყოფას უწევს საზოგადოებრივად აქტიურ ქალებსა და ქალთა ორგანიზაციებს, შეისწავლის ქალთა საკითხებს და შეიმუშავებს საკანონმდებლო რეკომენდაციებს. იგი ეწევა კვლევით, ანალიტიკურ, საკონსულტაციო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და საგამომცემლო საქმიანობას. ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, შეხვედრებს, ლექციებს, აწყობს მედიაკამპანიებსა და საზოგადოებრივ აქციებს.