პირველი ”ფემინისტური საზაფხულო სკოლები” საქართველოში
ერთერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკურმა რესურს ცენტრმა 2008 - 2010 წლებში განახორციელა - ფემინისტური საზაფხულო სკოლები. სკოლის მონაწილეებს მოწვეული ლექტორები უკითხავდნენ ლექციებს ზოგადად ფემინიზმის, გენდერის, სექსუალური ძალადობისა და სექსუალური უფლებების შესახებ. ტრენინგები საინტერესო და ცოცხალი სავარჯიშოებით იყო გამდიდრებული, რომელთა წყალობითაც მსმენელები აქტიურად იყვნენ ჩართული ლექციების მსვლელობაში.